„ვმუშაობთ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელსაც პარლამენტს წარვუდგენთ…“

რასამთავრობო ორგანიზაცია ,,ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსათვის” უკვე წლებია არსებობს და არაერთი აქციის თუ ახალი წინადადების დაყენებით წარმსდგარა საზოგადოების წინაშე. ორგანიზაციას ნატალია ხოხიაშვილი ხელმძღვანელობს.

რა მიზნები და გეგმები აქვს ორგანიზაციას, ამის გასაგებად თავად ნატალია ხოხიაშვილს დავუკავშირდით.

-ვინც არ იცის, რომ ვუთხრათ, როდის დაარსდა თქვენი ორგანიზაცია და რა ძირითადი მიზანი გაქვთ?

-2008 აგვისტოს ომის დროს და მას შემდეგაც ვმუშაობდით დევნილ მოსახლეობასთან, ვეხმარებოდით მათ ხელისუფლების ორგანოებთან კოორდინაციაში, ამის შემდეგ  გადავწყვიტე დამეფუძნებია ორგანიზაცია და 2009 წელს გავაფუძნეთ  ა.(ა).ი.პ ,,ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოსათვის”.

ა.(ა).ი.პ.-ის მიზანია ადამიანთა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების დაცვა და საარჩევნო მონიტორინგი.ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარ დაფუძნების დღიდან.

ჩვენი ორგანიზაცია საარჩევნო მონიტორინგს ანხორციელებს 2012 წლიდან.

  1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები: დამკვირვებლების რაოდენობა — 3189
  2. 2013 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო შუალედური არჩევნები: დამკვირვებლების რაოდენობა — 859
  3. 2014 წლის თვითმმართველობის და შუალედური არჩევნები: დამკვირვებელთა რაოდენობა — 364
  4. 2015 წლის საკრებულოს და პარლამენტის შუალედური არჩევნები: დამკვირვებელთა რაოდენობა — 44
  5. 2016 წლის 22 მაისის საკრებულოს შუალედური არჩევნები: დამკვირვებელთა რაოდენობა — 4
  6. 2016 წლის 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნები: დამკვირვებელთა რაოდენობა –363.

არჩევნების პერიოდში  აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მონაწილეობაში და მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას დარღვევებზე. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენი ორგანიზაციის ინიციატივით 2 რეკომენდაცია გამოსცა კომისიამ. ჩართულნი ვართ აუდიტის სამსახურში შექმნილი საინფორმაციო/საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში. დავაყენეთ ინიციატივა პარტიული შემოწირულობის გადამოწმების განსხვავებულ მეთოდზე.

-რა სიახლეები გაქვთ ბოლო პერიოდშ და როგორია სამომავლო სამოქმედო გეგმა?

-სასჯელაღსრულების სამინისტროში მინისტრ კახა კახიშვილის მოსვლის შემდეგ შეიქმნა საკონსულტაციო საბჭო და როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია პირველივე დღიდან ჩავებით საბჭოს მუშაობაში.

2016 წელს გავხდით  აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის პირველი სამუშაო ჯგუფის წევრი.

გამომდინარე იქიდან რომ აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფო შესყიდვების კანონიერებაზე გვყავს წევრი სახელმწიფო შესყიდვების დავების საბჭოში.

სხვა ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ კოალიციურ რეჟიმში, ცესკოს ხელშეწყობით განვახორციელეთ პროექტი პოლიტიკური პარტიების საარჩევნო დონის ამაღლებისათვის. წლების განმავლობაში საარჩევნო პროცესებმა გვიჩვენა რომ კოდექსი დასახვეწია.

ამჯერად ვმუშაობთ კანონპროექტის შემუშავებაზე, რომელსაც პარლამენტს წარვუდგენთ.