ზვიად გამსახურდია საქართველოში „ხიბულამ“ დააბრუნა….23 ნოემბრიდან კინოთეატრებში

რეჟისორ გიორგი ოვაშვილის ახალ ნამუშევარს „ხიბულა“ 23 ნოემბრიდან საქართველოს კინოთეატრებში აჩვენებენ. ამასთან დაკავშირებით, ხვალ, კინოთეატრ „ამირანში“ პრესკოფერენცია მოეწყობა, ფილმის დახურული ჩვენება კი 21 ნოემბერს გაიმართება. სპეციალურად ამ დღისთვის საქართველოში ზვიად გამსახურდიას როლის შემსრულებელი, ირანელი მსახიობი ჰოსეინ მაჰჯუბი ჩამოდის

ფილმში მოთხრობილია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სიცოცხლის ბოლო 50 დღის შესახებ. ფილმში ნაჩვენები გამსახურდიას მიერ  ჩეჩნეთიდან დაბრუნების შემდეგ დასავლეთ საქართველოს გაუვალ ტყეებსა და მაღალმთიან სოფლებში გაატარებული პერიოდი.

ვრცლად იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%93%e1%83%98%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a1/

გიორგი ოვაშვილი:

„ხიბულა“ – ეს არის ისტორია, ზოგადად, ადამიანის მარტოობაზე, უფრო კონკრეტულად კი ეს არის ფილმიძალაუფლებასა და ძალაუფლების დაკარგვაზე, სამყაროს შეცვლაზე, მათ შორის ჩვენში. იმის შესახებ, თუ, მაგალითად, როგორ ხდება ილუზორული სამყაროდან რეალურ სამყაროში გადასვლა, რომელსაც, ჩემი აზრით, ძალაუფლების იდეა მოაქვს. ასევე იმაზე, თუ რა ხდება ადამიანში, როცა ისამ ძალაუფლებას კარგავს“- 

იხ.

https://www.gmtv.ge/%e1%83%ae%e1%83%98%e1%83%91%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%96%e1%83%95%e1%83%98%e1%83%90%e1%83%93-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%a3%e1%83%a0/