„ახალი მემარჯვენეები“ სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მიესალმებიან

ეს გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების, ქართული ჯარის გაძლიერების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევის შეჩერების გზაზე.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს ქვეყნის შესაბამისი უწყებების მუშაობა და განსაკუთრებით, ჩვენი პარტნიორის – ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

მხოლოდ ამ მხარდაჭერის გამო გახდა შესაძლებელი იმ უმარავი ადამიანის შრომის დაფასება, ვინც წლების მანძილზე ყველაფერს აკეთებდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის.

განსაკუთრებული მადლობა გვინდა ვუთხრათ ამერიკის საელჩოს საქართველოში იმ უზარმაზარი წვლილისთვის, რომელიც მას შეაქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების და თავდაცვის სფეროში საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის საქმეში.

ნებისმიერი ასეთი ნაბიჯი კიდევ უფრო გვაახლოებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრულ ინტეგრაციას, რაც თავიდანვე იყო ჩვენი, “ახალი მემარჯვენეების” ღიად გაცხადებული საგარეო – პოლიტიკური კურსი და ორიენტაცია.