დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ლიკვიდირებულია 3

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე განხორციელებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა.

სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები არ იყვენნ საქართველოს მოქალქეები და მათზე დაკვირვება რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა.

როგორც სუს-ის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო გიორგობიანმა განაცხადა, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი. ლიკვიდირებულია 3.

გარდაცვლილია სპეცრაზმელი.