„თავებს დაგაჭრით, ქაფირებო, მიწა ღვთისაა და არა თქვენი“ – სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება!!!

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ „პოსტალიონმა“ გაავრცელა სოციალურ ქსელში წამიერად გავრცელებული მუქარა:

“მოკლული ძმისთვის ათასებს მოგკითხავთ, მალე დავბრუნდებით თავებს დაგაჭრით ქაფირებო, მიწა ღვთისაა და არა თქვენი“

დეტალები იხილეთ

http://www.postalioni.com/2017/11/%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%ab%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%90%e1%83%97%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%94%e1%83%91/

მასალის ნახვის შემდეგ ჩვენ პროგრამისტებს დავუკავშირდით.

-მიუხედავად იმისა, რომ მუქარის შემცველი კომენტარებიც და მისი გამავრცელებელის გვერდიც გაქრა, ალბათ საკმაოდ ყურადსარები უნდა იყოს ეს კომენტარი. შესაძლებელია თუ არა აქაუნთის დადგენა და როგორ ფიქრობთ, უკვე უნდა დაინტერესებულიყო თუ არა შესაბამისი სტრუქტურები ამ ინფორმაციით?

ერმილე ნემსაძე:

-რეალური ip იდენტიფიცირება არა ასე მარტივი საქმე, მაგრამ ოფიციალურ უწყებებს პრობლემა არ უნდა ჰქონდეს და არც აქვთ. მართალია, ახლა უსაფრთხოების სამსახურმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს, სასწრაფოდ უნდა დაადგინოს და რეაგირება უმკაცრესი უნდა იყოს.

ლუკა ფეიქრიშვილი

პროგრამისტი

-სასწრაფოდ უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი სტრუქტურები. თუ პროფილის დეაქტივიზაცია მოხდა, სპეც სამსახურმა წერილით უნდა მიმართოს ფეისბუქის ადმინისტრაციას და გამოითხოვონ ინფორმაცია.

იმედია შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან ამ მუქარით და რეაგირებას მოახდენენ, რადგან საზოგადოებაში უკვე დაითესა შიში და პანიკა! ყველაზე მთავარია რეაგირების პასუხი საზოგადოებამდე მივიდეს!