“შემოვავლოთ საქართველოს ჯაჭვის პერანგი”! – გასამკაცრებელია საიმიგრაციო პოლიტიკა, მოქალაქეობის და ბინადრობის საკითხები!

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

-დიახ, საქართველოსთვის “ჯაჭვის პერანგის შემოვლება” – ნიშნავს ქვეყნის და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებას და არა იზოლაციონალიზმს!

უწინარესად, ვუსამძიმრებ, გუშინდელ სპეცოპერაციაში დაღუპული მეომრის, ვანო გოლოშვილის ოჯახს!

გუშინ, თბილისის ერთ-ერთი უბნის საცხოვრებელ კორპუსში, მრავალსაათიანი სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, საზიგადოებისთვის ჯერჯერობით უცნობი ტერორისტული ჯგუფის წინააღმდეგ! მომხდარის პოლიტიკურ თუ სხვა სახის შეფასებას ცხელ კვალზე არ დავიწყებ, ამას დრო და ღრმა ანალიზი სჭირდება, მაგრამ, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეიდანვე, საქართველოს ხელისუფლებამ მკაცრი პრევენციული ზომები თუ არ მიიღო, ამგვარი სახის საფრთხეები იმატებს და სერიოზულ გართულებებს და მშვიდობიანი მოქალაქეების მსხვერპლსაც ვერ ავირიდებთ თავიდან, რაც მადლობა ღმერთს გუშინ მოხერხდა!

ხელისუფლებამ დიდი სიფრთხილე და გონიერება უნდა გამოიჩინოს, რომ მინიმუმადე დაიყვანოს ის საშიშროება, რაც საქართველოს ემუქრება ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან და პოლიტიკური კურსიდან გამომდინარე, რადგანაც ამა თუ იმ დაუფიქრებელმა მოქმედებამ ან განცხადებამ, შესაძლებელია უმძიმესი განსაცდელის წინაშე დაგვაყენოს და საქართველო საერთაშორისო ტერორიზმის სამიზნედ გადააქციოს!.. იმისათვის, რომ უსაფრთხოების კუთხით ჩვენს ირგვლივ არსებული ურთულესი გამოწვევები გავანეიტრალოთ და აღვკვეთოთ, გადაუდებლად აუცილებელია, – ძლიერი სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს შექმნა, – რომელიც საუკეთესო პოლიტიკურად გონიერი და მაღალი პროფესიონალიზმის მქონე კადრებით იქნება დაკომპლექტებული! ამავდროულად, სასწრაფოდ, უკიდურესად გასამკაცრებელია ქვეყნის საიმიგრაციო პოლიტიკა, საქართველოს მოქალაქეობის და ბინადრობის უფლების მინიჭების საკითხები!!!