ხანძრის შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს 10 000 ლარი გადაეცემათ

სასტუმრო “ლეოგრანდში” დატრიალებული ტრაგედიის გამო 27 ნოემბერს საქართველოში გლოვის დღეა.

დაღუპული საქართველოს მოქალაქეების დაკრძალვის ხარჯების დაფარვის მიზნით, თითოეული გარდაცვლილის ოჯახს 10 000 ლარი გადაეცემა. გადაწყვეტილება აჭარის მთავრობის საგანგებო თათბირზე მიიღეს.

აჭარის მთავრობის მეთაურის, ზურაბ პატარაძის თქმით, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს გამოძიებისთვის ხელის შესაწყობად.

საქმის დროულ გამოძიებას ითხოვენ ხანძრის დროს დაღუპულების ოჯახის წევრები.

დღეს დილიდან სასტუმროსთან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.