დიდთოვლობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შეზღუდულია

 

უამინდობის გამო საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს ზამთრის საბურავებით გადაადგილებისკენ მოუწოდებს. დასავლეთ საქართველოს ცალკეულ მონაკვეთებზე გარკვეული  შეზღუდვებია დაწესებული. 1,5 საფარი თოვლი მოვიდა გოდერძის უღელტეხილზე, სადაც მოძრაობა მთლიანად ჩაიკეტა.  ასევე მთა-თუშეთში წამსვლელები დიდთოვლობის გამო გამგზავრებას ვეღარ შეძლებენ.  ჯვრის უღელტეხილზე მოძრაობა ამ დროისთვის სრულად აღდგენილია.

აჭარაში 70- 106-ე კილომეტრზე მხოლოდ ჯაჭვებით არის გადაადგილება შესაძლებელი. სვანეთის, ცაგერისა და ლენტეხის მიმართულებით  მისაბმელიანით მოძრაობაზე რეჟიმია დაწესებული.

ტურისტებს გზების დეპარტამენტი ურჩევს  საირმე-აბასთუმნის უღელტეხილზე მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

ყაზბეგის მიმართულებით გზა თავისუფალია. მიუხედევად უხვი ნალექისა, გუდაური კობის მონაკვეთზე გზების გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს.