მარინა ჩაჩუა: სულ ახლახანს გავაცნობიერე 1978 წელს დაშვებული ჩვენი შეცდომა

    პროგრესულ – დემოკრატიული მოძრაობის, დევნილთა ორგანიზაციის აფხაზეთის სექტორის კურატორი მარინა ჩაჩუა აცხადებს, რომ პრობლემა მხოლოდ პაატა ზაქარეიშვილში არ არის და „პრობლემა ის გძლევადიანი პროექტია, რაც შეპარვით შემოგვიგდეს და ჩანერგეს, პროექტის რეალიზაცია გრძელდება თავისი დამცავი მექანიზმებით, პაატა კი შესანიშნავი შემსრულებელია, ანუ პაატა – შედეგია“.  დევნილ ქალბატონს შედეგებთან ბრძოლა  წყლის ნაყვად მიმაჩნია.

-„დიდი ისტორიკოსი მე არა ვარ, მაგრამ უახლესი ისტორიაც საკმარისია გააკეთო სწორი შეფასებები. ვკითხოთ ერთმანეთს სად დავუშვით შეცდომა?
მეც სულ ახლახანს გავაცნობიერე 1978 წელს დაშვებული ჩვენი შეცდომა, რომელიც 1999 წელს განმარტა აკაკი ბაქრაძემ. იქიდან მოყოლებული სულ შეცდომას ვუშვებთ საუბარშიც კი. ეს არის არასწორად დაწერლი ერთი წინადადება 1978 წელს – “ჩვენ აფხაზეთში მცხოვრები ქართველები” – არასწორია, სწორი იქნებოდა “ჩვენ აფხაზეთის მკვიდრნი”, შემდეგ – “აფხაზეთიდან დევნილი ქართველები” – არასწორია, სწორია “აფხაზეთიდან დევნილი”, “დევნილი აფხაზეთელები”, სიღრმეებში აღარ წავალ, ამაზე ისტორიკოსებმა იმსჯელონ, მხოლოდ არა იმათ, ვინც ინალ–იფას ისტორიას კვერი დაუკრა და აფხაზი და ქართველი ცალკე ერებად აღიარა!
როცა ერთ “გულანთებულ” ქართველს აუხსნეს – შენ “ტომობრივად აფხაზი, ეროვნებით ქართველი ხარო”, გაგიჟდა, მჟიღი დაირტყა გულზე – “რას ქვია მე აფხაზი ვარ, მე ქართველი ვარ და აფხაზს სათესლედ არ დავტოვებო” დღეს ის კაცი გმირადწოდებულია! ჩვენს დაშვებულ შეცდომებს თუ გავაცნობიერებთ და ვაღიარებთ, სხვის დაშვებულ შეცდომებს უფრო კარგად დავინახავთ, არგუმენტირებულად, ეს მხოლოდ სიკეთისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება და რაც მთავარია “მართალი სიტყვა” .

ჩვენ, მხოლოდ “დიდი სიმართლის” თქმა გადაგვარჩენს!“-აცხადებს ჩაჩუა.

კომენტარის დატოვება