გაერთიანებული საზოგადოება ივანიშვილს: არ დაუჭიროთ მხარი უუნარო პოლიტიკურ ძალას!

ახალგაზრდული ორგანიზაცია “გაერთიანებული საზოგადოება” ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ მიმართავს და იმედოვნებს, რომ ყოფილი პრემიერი გაითვალისწინებს ახალგაზრდების თხოვნას და მოუსმენს ხალხს. საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს საჯაროდ მიმართავს:

-“ა/ო “გაერთიანებული საზოგადოება” ეხმაურება და აფასებს ბიძინა ივანიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, რომლითაც მან ქართული ოცნების ოთხ წლიანი მმართველობა შეაფასა და მიმართა თანამოქალაქეებს. ჩვენ საფუძვლიანად გავეცანით ბიძინა ივანიშვილის წერილს და გავაანალიზეთ მისი არგუმენტები. სამწუხაროდ ბევრ საკითხში მოქალაქეები სხვა რეალობას ვაწყდებით და ყოველდღიურად გვიწევს ამ პრობლემებთან ბრძოლა. გავამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ იმ საკითხებზე რომელებიც, ჩვენი, ახალგაზრდების ირგვლივ ტრიალებს და შეხება გვაქვს ამ საკითხებზე. არ შეგვიძლია არ აღვნიშნოთ ხათრით არჩეული თანამდებობის პირების დანაშაულებები ქვეყნის წინაშე. კონკრეტულად ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ბატონ დავით ნარმანიაზე, რომელმაც თბილისს დააკარვინა 600 მილიონი ევროს ინვესტიცია და 2000 სამუშაო ადგილი, რომელიც სასიცოცხლოდ მნშვნელოვანია ჩვენი ქალაქისათვის. გვიკვირს, რომელ მსხვილ ინვესტიიებზე გვაქვს საუბარი და რომელ ბიზნესის თავისუფლებაზე?! დღეს, საქართველოში ისევ მძვინვარებს ნეპოტიზმი და ტენდერებში ახლობლების კომპანიები იმარჯვებენ!!!

ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით საქართველოში აღმოიფხვრა მონოპოლია. ჩვენდა სამწუხაროდ ამ განცხადების გასაბათილებლად საკმარისა კომპანია”მეტრო”-ს მაგალითი, რომელმაც რიგი ქალაქების მძღოლებს თითქმის დააკარგვინა სამუშაო ადგილები. კომპანია “მეტრო”-ს საქმეში ფიგურირებდა ქალბატონი ეკა ბესელიასა და ფოთის მერის ახლობლების ინტერესები . საქართველოში ჩვენდა სამწუხაროდ დღესაც მძვინვარებს მონოპოლია, მაგრამ არა იმ მაშტაბებით როგორიც ნაც. მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო. დღეს საქართველოში არის უამრავი პრობლმემა, რომელსაც ყურადღებას არცერთი ხელისუფლების წარმომადგენელი არ აქცევს. საქართველოში სახელისუფლებო მანდატი იქცა ფულის კეთების მარტივ საშუალებად და სამწუახროა, რომ დღეს-დღეისობით ხელისუფლების 60-80% ორიენტირებულია საკუთარ კუჭსა თუ საკუთარ ჯიბეზე. ამ ყველაფერთან ერთად საქართველოში იმიატა კრიმინალმაც. იმატა სამართალდამცავთა მხრიდან მოქალაქეებზე ძლაადობის ფაქტებმა. დღეს ისევ მოქმედებს ნაცების დროს დანერგილი სისტემა, ქუჩებში ისევ უდებენ ახალგაზრდებს ნარკოტიკულ ნივთიერებსა თუ იარაღას, გაიზარდა პოლიტიკური ნიშნით დევნის მაჩვენებელიც. ჩვენი ახალგაზრუდლი ორგანიზაციის ყველა წევრი, ოჯახებთან ერთად, წლების განმავლობაში იბრძოდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ და პირველები იდგენ კოალიცია “ქართული ოცნების” გვერდით, თუმცა სამწუხაროდ ვერც დაპირებული სამართლიანობის აღდგენა მოხერხდა, არც ნაციონალური მოძრაობის, როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის გასამართლება მოხდა, პირიქით, ხალხის მტერ პარტიასთან კოჰაბიტაციაში შევიდა ნდობის მანდატმოპოვებული “ქართული ოცნება”. გადაინაწილეს საქართველოს რესურსები და თანამდებობები და ასე ტკბილად აგრძლებენ ქართველი ხალხის მომავლის ნგრევას. ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნამდვილად აქვს ხალხში რეპუტაცია, თუმცა არა ისეთი როგორიც თავდაპირველად ჰქონდა.

კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა სახეება ბიძინა ივანიშვილის რეპუტაციით ბოროტად ისარგებლეს და სერიოზულად დააზიანეს ქართული საზოგადოება. მივმართვათ ბატონ ბიძინა ივანიშვილს: ჩვენ, ახალგაზრდები ნამდვილად ვაფასებთ თქვენს მიერ გაკეთებულ ქვეყნისთვის საკეთილდღეო საქმეებს. გმადლობთ ყველაფრისთვის, რაც გააკეთეთ და აკეთებთ დღესაც, თუმცა ჩვენი უმორჩილესი თხოვნა იქნება აღარ დაუჭიროთ მხარი იმ უუნარო პოლიტიკურ პარტიას, რომელიც გარიგებაშია ნაც. მოძრაობასთან და ანგრევს საქართველოს მომავალს.

იმედია ახალგაზრდების აზრს ბატონ ბიძინა ივანიშვილი გაითვალისწინებს და მოგვისმენს ჩვენ, ხალხს, რათა დაინახოს ის სამწუხარო რეალობა, რაც დღეს საქართველოშია“-ნათქვამია მიმართვაში.

 

კომენტარის დატოვება