ნუ ეხუმრებით ღირსი მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებებს!

     დავით გიორგობიანი

მსახიობი

     -“როდესაც ღმერთი ადამიანს სჯის, გონებას წაართმევს ხოლმე. ახლა თავად განსაჯეთ დღეს ვინ შეიძლება იმყოფებოდეს ამ სასჯელში, იმის მიხედვით რა ღვთის საწინააღმდეგო კანონების მიღებასაც აპირებენ. თუ მიიღეს უზნეობის წამახალისებელი, ანტიქრისტიანული კანონი, სასჯელი მთელს ერს დაატყდება თავზე.

   ნუ ეხუმრებით ღირსი მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებებს, ყველა მისი ნათქვამი სიტყვა სახეზეა და ბევრი მოვლენა წინ გველოდება. ის, ვინც თავისი დროის წმინდანს პატივს არა სცემს, წარსულის წმინდანები ასეთი ადამიანის ლოცვას არ შეისმენენ. ნახევარი ჯოჯოხეთი მიწაზეა ამოსულიო ამბობდა მამა გაბრიელი და აშკარად სჩანს საზოგადოების საქციელზე. ადამიანები ვეღარც ამჩნევენ თუ როგორ იპყრობს მათ გონებასა და სხეულს ბოროტი სულები. საკუთარი დედის გინების ცოდვაც ამაზე მეტყველებს. მომრავლდნენ ეშმაკეულნი რადგან მათმა დედებმა აბორტით მოაკვდინეს მათი და-ძმა და ეშმაკი ცოცხალი შვილების ბაგეებით უტიფრად აგინებს მკვლელ დედებს. უფალო შეგვიწყალენ”.

კომენტარის დატოვება