ოპოზიციის განცხადებით, ქვეყანაში ოდეერის ინსტიტუტი ისევ ამოქმედდება

ოპოზიციის შეფასებით, აღმასრულებელი ხელისუფლება ოდეერის ინსტიტუტის  დაკანონებას ცდილობს. საქმე ეხება მმართველი გუნდის მიერ დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების გაერთიანებას. „ევროპული საქართველოს“ შეფასებით  ახალი რეგულაციით სუსის თანამშრომლებს უკვე ოფიციალური უფლება ექნებათ  საკუთარი სტატუსი არ გაამჟღავნონ. „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებენ, რომ ამ უფლებას სუსის წარმომადგენლები მხოლოდ საგარეო კონტრდაზვერვითი სამუშაოების დროს გამოიყენებენ.