„თუ შენიშვნა ან მითითება მივეცით აღსაზრდელს, მაშინვე ძალადობის კვალიფიკაციას მოგვანიჭებენ!..“

მზია ფაილოძე

საქართველოს სკოლამდელთა განვითარებისა და უფლებების დაცვის ლიგის ხელმძღვანელი

სულით ხორცამდეა შეძრული სრულიად საქართველო.დუღს თითოეული ადამიანის გული წუხილით,არ შეიძლება დღეს სანუგეშო სიტყვებით გამოხატო ეს ტკივილი.ყველაფერი ეს ხომ ჩვენი წიაღიდან წამოსული სიძულვილის,ყოყლოჩინობის ბრალია ?! დიახ,ერთმანეთის მიმართ სიძულვილმა,დაპირისპირებამ რაც ამ ბოლო 20-25 წლის განმავლობაში დამკვიდრდა მიგვიყვანა ამ შედეგებამდე.

სად იყო ოჯახი,სკოლა,საზოგადოება? როგორ გამოეპარათ? ვამბობთ და იქვე ვცემთ არასწორ და არაადეკვატურ პასუხს. ჩვენ დავაგვიანეთ,დიახ, ბატონებო და ქალბატონებო, დავაგვიანეთ…… რატომ? იმიტომ,რომ ოჯახის ინსტიტუტი მოიშალა,აღზრდა, რომელიც პატარაობიდან იწყება სკოლამდელი სისტემიდან ისე შეცვალეს,რომ კვალიფიციურ,გამოცდილ კადრებს არც კი ჰკითხეს თუ ეს ყველაფერი ბოლოს რა ნაოფს გამოიღებდა.სკოლას წაართვეს ის უდიდესი ფუნქცია, რითაც ვამაყობდით.დღეს საბავშვო ბაღიდან დაწყებული ყველა,ეკუთვნის თუ არა ბავშვთა უფლებების დარღვევბზე საუბრობს.დაიკარგა მშობლის,აღმზრდელის ფუნქცია.ზედმეტი სიტყვის თქმის უფლებაც კი არ გვაქვს , თუ შენიშვნა ან მითითება მივეცით აღსაზრდელს,მოსწავლეს – მაშინვე ძალადობის კვალიფიკაციას მოგვანიჭებენ.

ერი უკვე გადაგვარების და გადაშენების გზაზე დგას,იქნებ ვუშველოთ ქვეყნის მომავალ თაობას,რომელთაც დღეს სული დაუმახინჯდათ და ეს ტკივილი მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ატარონ. დროა გამოვფხიზლდეთ და დავიწყოთ ნორმალური ქართული ტრადიციული აღზრდის და სწავლების სისტემაზე ფიქრი.

ჩვენ, ქართველები სხვა მენტალობისა და ტრადიციების ერი ვართ,ნუ დავივიწყებთ ჩვენს ისტორიას და ფესვებს. მომავალი თაობა პირველ რიგში უნდა აღიზარდოს მიმტევებელნი და ჰუმანურები,ხოლო შემდეგ კი თვითონ მიხვდებიან ვინ სად და როდის გამოადგება ჩვენს ქვეყანას….