მრცხვენია, რომ სააკაშვილი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო…

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით მას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ედავებიან.

სააკაშვილის დაკავებას ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და განაცხადა,  მიხეილ სააკაშვილი ყველანაირად ცდილობს, რომ აქტუალური დარჩეს.

“მე მრცხვენია, რომ ეს კაცი ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყო. ის მიმართავს ყველანაირ ავანტიურას, რათა ისევ დარჩეს აქტუალური. საქართველოში ეს აღარ მოხდება. იმედია უკრაინელებიც მალე გაიცნობენ. ჩვენ ცოტა დიდი ხანი დაგვჭირდა. მან საქართველოს მოქალაქემ თავის დროზე საქართველოში ჩაიდინა დანაშაულები, რაზეც შესაბამისი განაჩენია დამდგარი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.