მე როცა მინისტრი ვიყავი, გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო და ცემა-ტყეპა არ მომხდარა – გიორგი გახარია

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და პარტია ,,საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი მინისტრობის დროს დაცული იყო გამოხატვის თავისუფლება.

,,მე შინაგან საქმეთა მინისტრიც ვიყავი, პრემიერიც ვიყავი,  მაგრამ სამივე წლის განმავლობაში მოვახერხე, ისე რომ გამოხატვის თავისუფლება დაცული იყო ამ ქვეყანაში და ცემა-ტყეპა არ მომხდარა. ჩვენს მოქალაქეებს საერთოდ არ უგრძვნიათ ეს ყველაფერი და არც ჟურნალისტების ჯანმრთელობა არ ყოფილა საფრთხის ქვეშ. რაღაცნაირად მე ამას ვახერხებდი,” – განაცხადა გახარიამ.