თუ დრო მოვიგეთ პოროშენკო რამოდენიმე დღეში დამთავრდება!

დავით ნებიერიძე

ენმ-ს წევრი

-კიევში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში ამ კონკრეტულ მომენტში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დროის ფაქტორს. იქ შეკრებილმა მებრძოლმა პატრიოტებმა უნდა მოახერხონ დროის მოგება, რომ მოხერხდეს მაქსიმალური რაოდენობის ხალხის მობილიზება და ქუჩაში გამოყვანა. ამას გარკვეული დრო ჭირდება. თუ ეს დრო მოვიგეთ პოროშენკო რამოდენიმე დღეში დამთავრდება. ვერავინ მოერევა პოლიტიკურ ლიდერს რომლის უკანაც დგანან მოქალაქეები, რომლებსაც ძალიან უნდათ ადამიანურად იცხოვრონ საკუთარ ქვეყანაქში.
ღმერთმა დაიფაროს მიხეილ სააკაშვილი!
გამარჯვება გარდაუვალია!