ბრალდებული დეკანოზის მოთხოვნა-12:00 საათზე სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს 12:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში დეკანოზის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართება.

ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე სასჯელის სრულად გაუქმებას ითხოვს.

შეგახსენებთ: დეკანოზი მკვლელობის მომზადების ბრალდებით თბილისის აეროპორტში 10 თებერვალს დააკავეს. ის ბერლინში მიფრინავდა, სადაც საქართველოს პატრიარქს ოპერაციისთვის ამზადებდნენ. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ პროკურატურას აცნობა, რომ მამა გიორგიმ ციანიდის მოძიებაში დახმარება სთხოვა, რითაც მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. 5 სექტემბერს მას სასამართლოდ გადაწყვეტილებით 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.