“საქართველოს აქვს ყველა საჭირო ინსტრუმენტი ნატოში გაწევრიანებისთვის”

 

ბრიუსელში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა,  ნატოს გენერალურმა მდივანმა საკმაოდ ნაყოფიერი უწოდა.  იანს სტოლტენბერგმა საქართველოს მადლობა გადაუხადა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ნატოს სამშვიდობო მისიებში უწევს.

“დღეს ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის  მხარდაჭერაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს ვალდებულების შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანისკენ.   ნატო მხარს უჭერს საქართველოს სწრაფვას ალიანსის წევრობისკენ. 2019 წელს იგეგმება ნატოს მასშტაბური წვრთნები საქართველოს ტერიტორიაზე.   ქვეყანა საკმაოდ წარმატებულად ახორციელებს რეფორმებს და უკვე ყველა ინსტრუმენტი აქვს ალიანსში გაწევრიანებისთვის.”-განაცხადა სტოლტენბერგმა.