გაეროს ბავშვთა ფონდი შემაშფოთებელ ინფორმაციას აქვეყნებს

გაეროს ბავშვთა ფობდის, UNICEF-ის ინფორმაციით მსოფლიოში 17 მილიონი ახალშობილი სუნთქავს  ტოქსიკურ ჰაერს, რომელიც ბავშვის ტვინის განვითარებას აფერხებს. მთელს მსოფლიოში ცხოვრობს ერთ წლამდე ასაკის  136 მილიონი ბავშვი, ამიტომ გარემოს დაბინძურება ვნებს ყოველ მე-8 ბავშვს. UNICEF-ის ცნობით, 12,2 მილიონი პატარა ბავშვი სამხრეთ აზიის მკვიდრია.

4,3 მილიონი პატარა აღმოსავლეთ აზიის მაცხოვრებელია. ამ რეგიონებში ჰაერის დაბიძურება ნორმას 6-ჯერ აღემატება.

გაეროს ბავშვთა ფონდის დირექტორის  განცხადებით, ტოქსიკური ჰაერი არა მარტო ფილტვებს ვნებს, არამედ ტვინის განვითარებასაც აფერხებს, რაც ბავშვის მომავალთანაა დაკავშირებული.

UNICEF მოუწოდებს მშობლებს, რომ  მიიღონ ზომები ჰაერის დაბინძურებისგან ბავშვების დასაცავად.