საქართველო, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში (ENQA) გაწევრიანდება

განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულ ქსელში (ENQA) გაწევრიანდება, რაც საქართველოში გაცემული დიპლომების ევროპაში უპირობო აღიარებას და ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო კვლევებში ჩართულობას წაახალისებს.

პრეზენტაციაზე მათ უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის ხედვა განათლების ხარისხის განვითარების ერთიანი სამოქმედო გეგმა წარმოადგინეს.