ტოჩინოშინმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო]  

ტოკიოს „კოკუგიკანში“ მიმდინარე სუმოს სუპერტურნირზე  ლევან გორგაძემ,  2 მარცხის შემდეგ მობილიზება მოახერხა და შეჯიბრის მეხუთე დღეს დადებით ბალანსზე გავიდა.

მესამე გამარჯვების მოპოვება ქართველმა მებრძოლმა მე-5 მაეგაშირა ოკინოუმისთან შეძლო.

ხვალ, 19 მარტს ლევან გორგაძის მეტოქე მე-8 მაეგაშირა ტობიძარუ იქნება რომელსაც მსგავსი ბალანსი 3 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.