გუმათჰესიდან თანამშრომლების ევაკუაცია მიმდინარეობს

უსაფრთხოების მიზნით, „გუმათჰესიდან“ თანამშრომლებისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ტრანსფორმატორში დიდი ოდენობით ზეთი ასხია.
ადგილზე შვიდი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს, თუმცა შესაძლოა დამატებით ეკიპაჟების მობილიზებაც მოხდეს.

ადგილზე იმყოფება ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია. მისი განცხადებით, სამაშველო და სახანძრო ეეკიპაჟები ხანძრის დროულად ლოკალიზებისთვის ყველაფერს აკეთებენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.