ყველა პაციენტს, ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს

ყველა პაციენტს, ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათ ყველა საჭირო მომსახურება გაეწევათ, -ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი 18 წლის გოგონაა.

„დღეს გამოწერეს დაზარალებული გოგონა კლინიკიდან და ის საზღვარგარეთ გააგრძელებს მკურნალობას. როგორც ექიმები გადაწყვეტენ, თუ რა პროცედურები დასჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა საჭირო ხარჯს აანაზღაურებს,”- განაცხადა კახა კალაძემ.