ძალიან დიდი რისკის შემცველი ნაბიჯი, დიდი ალბათობით გადავიკიდებთ მუსულმანურ სამყაროს!

ზვიად ტომარაძე

„საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI“-ის დირექტორი

ვინც საქართველოს მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად ცნობის მომხრეა:

1. ეს არის ძალიან დიდი რისკის შემცველი ნაბიჯი, დიდი ალბათობით გადავიკიდებთ მუსულმანურ სამყაროს.

2. ჩვენ არ გაგვაჩნია სახელმწიფო უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები, სრულიად დაუცველნი ვართ.

3. აშშ–ს და ისრაელისგან განსხვავებით ჩვენ არც ბირთვული იარაღი გაგვაჩნია.

4. ჩვენ ამ ქმედების სანაცვლოდ არანაირი სარგებელი არ გვექნება, გარდა მოსალოდნელი საფრთხეებისა. თუ სრული ბედნიერებისთვის ტერორისტული აქტები გვაკლია, მაშინ თამამად შეგვიძლია გადავდგათ ეს ნაბიჯი. მაგრამ უმჯობესია სადაც არაა ჩვენი საქმე იქ ძალით ნუშევეტენებით.

5. სახელმწიფოებს შორის ძმობა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ინტერესები! სახელმწიფოებს შორის ძმობა რომც არსებობდეს, არც მაგაში ჩავჭრილვართ ოდესმე და არც ძმობაა კიდევ ცალმხრივი!