დომბასში ორი ქართველი მოხალისე დაიჭრა

დონბასში მიმდინარე ანტიტერორისტული ოპერაციის დროს ორი ქართველი მოხალისე დაიჭრა, ინფორმაციას უკრაინული გამოცემაზე დაყრდნობით, 1tv  ავრცელებს.

ოფიციალური კიევის ინფორმაციით, ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში ამბოხებულებმა დაბომბვა 39-ჯერ განახორციელეს. დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში სეპარატისტები აცხადებენ, რომ უკრაინის არმიამ ბოლო 24 საათში 250-ზე მეტი ჭურვი ისროლა.