უაფხაზეთობის იარას ოდნავ მაინც მიშუშებდა, დაცემის საშუალებას არ მაძლევდა…

სალომე კაპანაძე

აფხაზეთიდან დევნილი, პროფესორი

-ცარიელდება აფხაზეთის სივრცე, მასთან ერთად წავა ის… რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც აქ დაცემის საშუალებას არ მაძლევდა, უაფხაზეთობის იარას ოდნავ მაინც მიშუშებდა. დიმა ჯაიანი უფრო ძვირფასი ყოფილა ჩვენთვის, ვიდრე მეგონა…
ის წავიდა, მაგრამ რჩება ჩვენს მეხსიერებაში…

დიმა ჯაიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.