დავით ასათიანი 1132 ხმით ლიდერობს

ადვოკატთა ასოციასიის თავმჯდომარის პოსტზე დავით ასათიანი ლდერობს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში იურისტი რაჟდენ კუპრაშვილი ავრცელებს. მისი თქმით ხმები ასე გადანაწილდა:

დავით ასათიანი მიიღო 1132 ხმა!
ლევან ჯანაშიამ – 633 ხმა!
დავით ლანჩავამ – 160 ხმა!
ირმა ჭკადუამ – 53 ხმა!

ადვოკატი იმასაც წერს, რომ ჯერ არ დათვლილა აღმასრულებელი საბჭოს წევრობის კანდიდატების ხმები. პროცესის დროს კი დარბაზი 6 კომისიის წევრმა დატოვა.

კუპრაშვილის თქმით, თუ მეორე ტური ჩატარდება, მაინც დავით ასათიანი გაიმარჯვებს, “რადგან ასე სურთ ადვოკატების უმრავლესობას”.