„მადლს პილპილიც მოაყარეთო“ – „წამლების ფასები შემცირდეს, მომსახურება გაუმჯობესდეს“

აკაკი ზოიძე: წამლების ფასები შემცირდეს და სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს…“ 

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა ჯანმრთელობის დაცვის სისტემის, შრომისა და სოციალური დაცვის სფეროების განვითარების გრძელვადიანი ხედვის პრეზენტაცია გამართა.

სტრატეგიული ხედვა 2017-2030 წლების სამოქმედო გეგმას მოიცავს. პროექტზე მუშაობა 7 თვის განმავლობაში მიმდნარეობდა და მასში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები იღებდნენ.

“ჯანდაცვის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები იგეგმება, ეს არის ფინანსურ დაცულობის კუთხით ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება. დღეს, დღის წესრიგში დგას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შემდგომი განვითარება, კერძოდ, წამლების ფასები შემცირდეს და სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს. ასევე მოხდეს ფარმაცევტული საქმიანობის, წამლების ხარისხის კონტროლის სისტემის გაუმჯობესება. სოციალური მიმართულებით იგეგმება საპენსიო სისტემის, სოციალურ შემწეობათა სისტემის გაუმჯობესება,” – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გეგმის ფარგლებში 3 წელზე გაწერილი კონკრეტული საკანონმდებელო ინიციატივები უკვე შემუშავებულია, რაც ჯანმრთელობის დაცვის,  შრომის და სოციალური სფეროს განვითაებას ისახავს მიზნად.

ნამდვილად მისასალმებელი იქნება, თუ ეს ხედვები ქაღალდს გასცდება და რეალობად იქცევა, თორემ საზოგადოება უკვე აშკარად გამოთქვამს უმაყოფილებას კლინიკებში არსებული მდგომარეობის გამო.

გადასახედია დანერგილი სისტემა, რადგან არ შეიძლება თერაპევტიც და პედიატრიც ერთი და იგივე ექიმი იყოს, რომელთანაც ჩაწერაზე ერთდროულად იმყოფებიან ბავშვებიც და დიდებიც.

ერთ მაგალითს გეტყვით-კალაუბნის ქუჩაზე მდებარე ჯანმრთელობის ცენტრში ყოველთვის ერთი და იმავე სურათს ნახავთ-ექიმის კაბინეტთან დგანან დიდები, ბავშვები, მიღებაზე წინასწარ ჩაწერილები თუ რეგისტრატურიდან იმ დღეს აგზავნილები. ერთი სიტყვით ქაოსია, რაც პაციენების და ბავშვებბის მშობლებზე უარყოფითად მოქმედებს. აღარაფერს ვამბობთ მედიკამენტების სარეკლამოდ ექიმთან ურიგოდ ხანგრძლივი ვადით შესულ აგენტებსა და “2 წუთით” შეხედილ სხვა ექიმებზე…

„მადლს თუ აკეთებ, ბარემ პილპილიც მოაყარე“-ო-ხშირად გაიგონებთ ამ ფრაზას კლინიკის დერეფანში დაღლილი ბავშვების ტირილსა თუ კიდევ უფრო მეტად დაღლილი მოხუცების ბუზღუნში…