ბურჭულაძეს 13 დეკემბერს დაკითხავენ

მთავარმა პროკურატურამ ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.

დღეს ცნობილი ხდება, რომ  პაატა ბურჭულაძე პროკურატურაში დაიბარეს. ბურჭულაძეს საქართველოს მთავარ პროკურატურაში13 დეკემბერს დაკითხავენ.

მსოფლიო ბანი გამოძიების კითხვებს “იავნანას” ფონდიდან დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის საქმესთან დაკავშირებით უპასუხებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბურჭულაძის ოჯახს წევრებს დაკითხვის უწყება დღეს ჩაბარდათ. ჯერჯერობით უცნობია გამოცხადდება თუ არა ბურჭულაძე საგამოძიებო უწყებაში.