მათთვის ე.წ პლანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს მთლიანობა, აწი ნარკოტიკებზეც გაიყიდებიან!

ლუკა ფეიქრიშვილი

პროგრამისტი

ნახეთ რამდენი ხალხი გავიდა ქუჩაში მარიხუანისთვის?

მათთვის ე.წ პლანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.
შეუძლებელია ასეთ საზოგადოებას მოთხოვო სახელმწიფოებრივი აზროვნება.

მოთხოვო ის რო არ გაიყიდნონ ფულზე, ფულზე კი არა, აწი ნარკოტიკებზეც გაიყიდებიან.
არასწორია იბრძოლო დემოკრატიისთვის, როდესაც საზოგადოებას არ სურს დემოკრატია.

ახლა ყველაფერი ნათელია თუ რა მეთოდებია საჭირო ჭირვეულის მოსარჯულებლად და გავითვალისწინოთ ყველამ, როდესაც თვითონ საზოგადოება ჭამს და ანადგურებს თავის ქვეყანას, როდესაც თვითონ საზოგადოებას არ სურს მომავალი, როდესაც თავად საზოგადოება არის პარაზიტი და ძირს უთხრის როგორც თავის ისე შენი შვილის მომავალს, აქ უკვე სხვანაირად უნდა მოიქცე.

რას ჰქვია ოკუპანტი ქვეყნის დროშები გამოფინო და სიტყვის თავისუფლება იყვირო კი არა ეგრევე სროკზე უნდა გაუშვა, თუ შენ არ გსურს გიყვარდეს შენი ქვეყანა,ზრუნავდე შენს სამშობლოზე, არ გსურს დემოკრატია და გინდა ყველაფერი კორუმპირებული, მაშინ წადი სხვა ქვეყანაში…

არსებობის და სიცოცხლის უფლება ყველას აქვს,თუმცა ეს იმას არ ნიშნავს,რომ მათი არსებობით დაზარალდეს სხვისი არსებობა…