“ხელისუფლება დემოკრატიობანას გვეთამაშება…”

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ ხელმძღვანელი ნატალია ხოხიაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ დანერგილ მეთოდებს იყენებს და „დემოკრატიობანას თამაშობს“.

„სამწუხაროდ წინა ხელისუფლებას ფასადური დემოკრატია ჰქონდა, ეს ხელისუფლება დემოკრატიობანას გვეთამაშება, კარგად შეითვისეს და შეისისხლხორცეს მართვის ის მეთოდები, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ დანერგა, ამიტომაც სჭირდებათ გადაპორტირებული სახეები.

ბევრი რამ დაავიწყდათ, საზოგადოებაც ბევრ რამეზე ხუჭავს თვალს, მაგრამ „თვალში ნაცრის შეყრაც“ მეტისმეტია უკვე!  სამართლიანობის აღდგენის დაპირებით რომ მოდიხარ, ადეიშვილის თანაშემწე რატომ უნდა დაიყენო გვერდით, თუ რამეში არ გჭირდება? ადეიშვილის გვერდით რამდენი ბინძური დავალება ექნება შესრულებული!

თუმცა ეს მხოლოდ ერთი ფაქტი არ არის, ბევრს ვხედავთ ხელისუფლებასა და მმართველ პარტიაში ასეთს, რატომ? იმიტომ, რომ ასეთი შემსრულებლები ყველას სჭირდება, სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებასაც…“