თამბაქოს მოწევა ადამიანს არამიმზიდველს ხდის

თამბაქოს მოწევა ადამიანს არამიმზიდველს ხდის. გარდა ამისა, მიკოტინი იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას და გაუხეშებას. ამის შესახებ dailymail-ი წერს.

თავდაპირველად, კვლევა ჩატარდა კაცებსა და ქალებზე, რომლებსაც ტყუპი და-ძმა ჰყავდათ. კვლევის მსვლელობისას მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი 23 მწეველ და არამწეველ წყვილზე. შემდეგ კი 500 შემთხვევით პრინციპით შერჩეულ ადამიანს მათი მიმზიდველობის შესახებ ჰკითხეს.

გაირკვა, რომ ფოტოსურათების შედარებისას, რესპონდენტთა თითქმის 70% აღნიშნა, რომ არამწეველი კაცები და ქალები გაცილებით უკეთესად გამოიყურებოდნენ, ვიდრე მწეველები.

მეცნიერები ამბობენ, რომ ამის მიზეზი მარტივია: ნიკოტინი ავიწროებს სისხლძარღვებს, იწვევს ფერმენტის სინთეზს, რომელიც ანადგურებს კოლაგენს, რომელიც ემსახურება კანის ელასტიურობასა და სიმკვრივეს.