ჟირინოვსკი დეპუტატების ხელფასების კიდევ შემცირებას მოითხოვს

РСН-ს ინფორმაციით, “ლიბერალ-დემოკრატიული” პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი ახალი წინადადებით გამოდის და დეპუტატებისთვის ხელფასის შემცირებას კიდევ 20%-ით მოითხოვს. ის ასევე მოითხოვს დეპუტატებისთვის უფასო სატელეფონო საუბრის და გარკვეული შეღავათების გაუქმებას. მისი თქმით ასევე უნდა დაწესდეს ჩინოვნიკების სახელფასი ლიმიტი-მაქსიმალური დონე – 200 ათასი რუბლი, მინიმალური – 10 ათასი. ,,გაუქმდეს უფასო სატელეფონო საუბრები, შესაძლოა გაუქმდეს უფასო მგზავრობა და სხვა შეღავათები. შემოვიტანოთ როტაცია, ასე რომ ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელია განუცხადა მან რადიოსადგურ РСН-ს.

ამ წინადადებებით გამოსვლამდე კი ჟირინოვსკიმ პროკურატურას მიმართა და მერების ხელფასების შემოწმება მოითხოვა.

მედიის ინფორმაციით 2015 წლის აპრილში დეპუტატების ხელფასი 10%-ით შემცირდა.

კომენტარის დატოვება