“ეს არის დავით ასათიანის დამაჯერებელი გამარჯვება მაღალი ლეგიტიმაციით! ვულოცავთ!”

საქართველოს ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირი ულოცავს საქართველოს ადვოკატთა კორპუსს და ბატონ დავით ასათიანს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევას.

-ეს არის დავით ასათიანის დამაჯერებელი გამარჯვება მაღალი ლეგიტიმაციით! ვულოცავთ გამარჯვებულს და  ვუსურვებთ წარმატებებს.

უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში ყოველგვარი დარღვევის გარეშე, ადვოკატთა ასოციაციის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა მიიღო 1022 -მა ადვოკატმა , რაც მეორე ტურისათვის საკმაოდ დიდი დასწრების მაჩვენებელია”-განაცხადა გიორგი თევზაძემ.

შეგახსენებთ, რომ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევის მეორე ტურში უმრავლესობამ 922 ხმით არჩევანი დავით ასათიანის სასარგებლოდ გააკეთა.