“ორნახევარჯერ მეტ მანქანას თბილისელები ვერ იყიდიდნენ რომ არ იყოს ეკონომიკური წინსვლა”

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური წინსვლაა, რასაც არაერთი სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს.

-სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს, ეკონომიკური ზრდის ტემპი პირველი 10 თვის მონაცემებით არის 4,9 %, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მთელ რეგიონში და მათ შორის ე.წ. პოსტ საბჭოთა სივრცეში, ეს არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი იმ კონტესტის გათვალისწინებით, რომელიც არის ჩამოყალიბებული ჩვენს რეგიონში, რაც აისახება თითოეული მოქალაქის მდგომარეობაზე. გარდა ამისა არსებობს სხვა უამრავი სტატისტიკაც, მაგალითად საშემოსავლო გადასახადები, რამდენს იხდიდნენ მოქალაქეები 2012 წელს, შემდგომ წლებში და რამდენს იხდიან 2017 წელს, არის სერიოზული ცვლილება, სერიოზული მატება, თბილისში მანქანების რაოდენობა 2012 წელს იყო 200 ათსი, 2017 წელს არის 500 ათასი. ორნახევარჯერ მეტ მანქანას თბილისელები ვერ იყიდიდნენ რომ არ იყოს ეკონომიკური წინსვლა.

არის კონკრეტული სტატისტიკური მაჩვენებლები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური წინსვლა და ეს არის იმ რეფორმების დამსახურება, რომელიც შემუშავდა ამ მთავრობის მიერ და დამტკიცდა პარლამენტის მიერრ“-განაცხადა კობახიძემ თეა სიჭინავას გადაცემაში მიმდინარე წლის შეფასებისას.