მაია ცქიტიშვილი: მე ვრჩები „ქართული ოცნების“ ფასეულობების ერთგული და  ყოველთვის ვიქნები  ამ პარტიისა და იმ ხალხის მხარდამჭერი, ვინც თავის საქმეს გულწრფელად აკეთებს

მე ვრჩები „ქართული ოცნების“ ფასეულობების ერთგული და  ყოველთვის ვიქნები  ამ პარტიისა და იმ ხალხის მხარდამჭერი, ვინც თავის საქმეს გულწრფელად აკეთებს, – ამის შესახებ აწ უკვე ყოფილმა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე  თანამდებობიდან წასვლის თაობაზე  განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი გახაირას, როემლთანაც ერთად ვიყავი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე.  მთავრობის მთელი გუნდი წარმატებით მართავდა მიმდინარე პროცესებს.  მინდა ყველას წარმატება ვუსურვო მომავალს საქმიანობაში. ასევე ძალიან დიდ მადლობას გადავუხდი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს, რომელთან ერთადაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვიზიარებდი პარტიის ფასეულობებს და ვრჩები დღესაც მათი ერთგული. მე ყოველთვის ვიქნები „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და იმ ხალხის, რომლებიც გულწრფელად და კარგად აკეთებს თავის საქმე,” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ვიცე-პრემიერის პოსტზე მაია ცქიტიშვილს მისივე პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე ჩაანაცვლებს.