მაია ცქიტიშვილმა ვიცე-პრემიერი თანამდებობა დატოვა -„ვთხოვე ბატონ ირაკლის, მომცეს საშუალება  დავუბრუნდე ჩემს ოჯახს”

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.

როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მაია ცქიტიშვილის ნაცვლად ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე იქნება.

„მინდა ქალბატონ მაია ცქიტიშვილს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მისი ერთგული სამსახურისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე ხუთი პრემიერ-მინისტრის მთავრობას, და მინდა, მას კიდევ ერთხელ, ჩვენი გუნდის სახელით, პირადად ჩემგან გულწრფელი მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, დატვირთული 9-წლიანი პერიოდი დღეს დასრულდა,

„ბატონ ირაკლის გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება  დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გავიდე აქტიური პოლიტკური ცხოვრებიდან

მე და ირაკლი 15 წელია ერთმანეთს ვიცნობთ, ბევრი გაკეთებული საქმე გვაკავშრებს. ჯერ კიდევ ფონდ „ქართუდან“.

ბატონ ირაკლის გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება  დავუბრუნდე ჩემს ოჯახს, გავიდე აქტიური პოლიტკური ცხოვრებიდან და ჩემი ცხოვრების  დატვირთული 9-წლიანი პერიოდი ამით დავასრულო.

ირაკლი ქარსელაძე ჩემი პირველი მოადგილე გახლდათ და მასთან ერთად ინფრასტრუქტურის სამინისტროში ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ და წამოვიწყეთ. ძალიან მიხარია რომ ჩემი მოადგილეები ასევე გააგრძელებენ იმ საქმეს, რომელიც ერთად წამოვიწყეთ. ვფიქრობ ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებზე.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი გახაირას, როემლთანაც ერთად ვიყავი ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე, ” – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.