რას საქმიანობენ ყველასათვის საყვარელი საახალწლო ფილმის “მარტო სახლში” მსახიობები

27 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კევინ მაკკალისტერი პირველად დარჩა „მარტო სახლში“ და 25 წელი – რაც მეორედ დაავიწყდათ მშობლებს. ამ დროის მანძილზე ორივე ფილმი საახალწლო კლასიკად იქცა მთელს მსოფლიოში.  მასში მონაწილე მსახიობები გაიზარდნენ და ცხოვრების დიდი ნაწილი გაიარეს უკვე.

მაკოლეი კალკინი – კევინ მაკკალისტერი

Фильмы.

„მარტო სახლში“ პირველი ფილმის ტელეეკრანებზე გამოსვლის შემდეგ მაკოლეი მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ ბავშვად იქცა. მისი ჰონორარი მილიონებს შეადგენდა. მამამისს, რომელიც ფილმის გადაღებისას მისი აგენტი იყო, მხოლოდ შვილის ანაზღაურება აინტერესებდა და საერთოდ არ ანაღვლებდა მაკოლეის კარიერა. კალკინს ხშირად იწვევდნენ ფილმებში გადასაღებად, თუმცა მამამისი იმხელა  ჰონორარს ითხოვდა, პროდიუსერები იძულებულნი ხდებოდნენ სხვა მსახიობი შეერჩიათ.  რაღაც პერიოდში კალკინმა რამდენიმე მეორეხარისხოვანი როლი  შეასრულა, შემდეგ კი საერთოდ გაუჩინარდა ტელეეკრანებიდან. გასულ წელს ის ანიმაციურ სარეკლამო კამპანიაში გამოჩნდა.

ჯო პეში – გარი

Фильмы.

 

ჯო პეშისთვის გასული საუკუნის 90-იანი წლები საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ფილმის „მარტო სახლში“ გამოსვლის წელს მსახიობი ასევე იღებდა მონაწილეობას მარტინ სკორსეზის ფილმში „დიდებული ბიჭები“, სადაც მსახიობი მამაკაცისთვის მეორეხარისხოვან როლში  „ოსკარი“ აიღო.

 

დენიელ სტერნი – მარვი

Фильмы.

დენიელ სტერნისთვის „სველი ბანდიტებიდან“ მავრის  შემსრულებლის ცნობილი როლი ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა მის კინო-კარიერაში. ის რამდენიმეჯერ გადაიღეს კომედიური ჟანრის ფილმებში, ასევე გაახმოვანა მულტფილმის გმირები და იყო რამდენიმე სერიალის რეჟისორი. 2009 წელს გადაიღეს ფილმში „სამი დღე გასაქცევად.“

ქეთრინ ოჰარა – ქეით მაკკალისტერი

Фильмы.

როდესაც ქეთრინი „მარტო სახლში“ მსოფლიოში ყველაზე „გულმავიწყი“ დედის როლზე მიიწვიეს, ის უკვე ცნობილი მსახიობი იყო. მან ითამაშა ფილმში „ბითლჯუსი“, რომელიც შემდგომ ოსკაროსანი გახდა. „მარტო სახლში“-ს შემდეგ ქეითმა კიდევ არაერთ ცნობილ ფილმში მიიღო მონაწილეობა. მას დღესაც იწვევენ ფილმებში და სერიალებში გადასაღებად. ასევე ახმოვანებს მულტფილმებს.

ჯონ ჰერდი – პიტერ მაკკალისტერი

Фильмы.

გულმავიწყი მამის, პიტერის როლის შემსრულებელიც ამერიკაში ერთ-ერთი ცნობილი კინომსახიობია. მას არაერთ კინოფილმში აქვს სახასიათო როლი შესრულებული, მათ შორისაა „სოპრანოს კლანი“, „ვარსკვლავური კრეისერი – გალაქტიკა“, „კანონის უზენაესობა“, „გაქცევა“ და ა.შ.

დევიდ რეთრეი – ბას მაკკალისტერი

Фильмы.

კევინის უფროსი ძმა ბასი, რომელიც ფილმში შანსს ხელიდან არ უშვებს პატარა ძმა დაჩაგროს, დევიდ რეთრეია. ის არამარტო მსახიობი, მუსიკოსიც არის და ხშირად გამოდის კონცერტებსა და კლუბებში. ხანდახან დევიდი სერიალებშიც მონაწილეობს, ასევე შესრულებული აქვს რამდენიმე კინო როლი.

 

ჰილარი ვულფი – მეგან მაკკალისტერი

Фильмы.

ჰილარი ვულფმა, რომელიც ფილმში კევინის უფროსი დის, მეგანის როლს ასრულებს და ძმის  ყველაზე დიდი გულშემატკივარია, კინოკარიერა ფილმის გამოსვლიდან მალევე მიატოვა და სპორტს გაყვა.  როგორც ძიუდოისტმა მან ოლიმპიურ თამაშებში ამერიკა ორჯერ წარმოაჩინა.

 

მაიკლ მარრონი – ჯეფ მაკკალისტერი

Фильмы.

კევინის კიდევ ერთი უფროსი ძმის, ჯეფის როლის შემსრულებელს, მაიკლ მარრონს გასული საუკუნის 90-იან წლებში სარეკლამო კამპანიებში იღებდნენ, თუმცა ძალიან იშვიათად ჩნდებოდა ფილმებში. ამიტომ კინოკარიერას თავი დაანება და გადასაღებ მოედნებზე გამნათებლად დაიწყო მუშაობა.

კირან კალკინი – ფულერ მაკკალისტერი

Фильмы.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ კომედიაში  ჭირვეული ბიძაშვილის, ფულერის როლს კევინის უმცროსი ძმა კირანი ასრულებს. ის ფილმის შემდეგ მართალია ვერ გახდა ვარსკვლავი და არც მილიონობით დოლარის ჰონორარი გადაუხადეს, მაგრამ ტელეეკრანებზე უფრო ხშირად ჩნდება, ვიდრე თავისი უფროსი ძმა. 2010 წელს ის გადაიღეს ფილმში „სკოტ პილიგრიმი მსოფლიოს წინააღმდეგ“,  2013 წელს – „კინო 43“,  2015 წელს მიიღო მონაწილეობა სერიალში „ფარგო“.