ბეშუმობა-დღეს… და 2012 წელს… (ვიდეო)

სახალხო დღესასწაული “შუამთობა” ტრადიციულად აგვისტოს პირველ კვირაში საზაფხულო

იალაღებზე იმართება.

ბეშუმში ტრადიციული დღესასწაული – შუამთობა მიმდინარეობს, სადაც პრემიერ-მინისტრი სიტყვით გამოვიდა.

შუამთობის დღესასწაულზე ნაციონალური მოძრაობის აჭარის სიის პირველი ნომერიც მივიდა.

ლევან ვარშალომიძე დღესასწაულზე შეკრებილებს გაესაუბრა, რის შემდეგაც იმ სცენასთან მიახლოება სცადა, სადაც სიტყვით პრემიერ-მინისტრი გამოდიოდა. სამართალდამცველებმა ვარშალომიძეს სცენასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

მომხდარ ინციდენტზე პრემიერ-მინისტრმა მოკლე კომენტარი გააკეთა და 2012 წლის არჩევნები გაიხსენა.

გიორგი კვირიკაშვილმა ურჩია ნაციონალური მოძრაობის წევრებს, გაიხსენონ 4 წლის წინანდელი ამბები და ის, თუ როგორ დახვდა მაშინდელი ხელისუფლება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ბეშუმში ჩასულ ბიძინა ივანიშვილს.

კომენტარის დატოვება