“მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკენა…თუ ევროპა გინდათ, ევროსტანდარტებიც დააკმაყოფილეთ!..

დაჯი ბოლაშვილი

მსოფლიო ქალთა ტელე–კონგრესის ხელმძღვანელი

-მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკენა სოციალურ ქსელში წაკითხული, საზოგადობტივი თავშეყრის ადგილებში მოსმენილით და ხალხმრავალ სხვა ადგილებში დაფიქსირებულ პოლიტიკურ აგრესიაზე, რამაც ხალხი გახლიჩა და გააბოროტა.

არ შეიძლება მედია თავის თავისუფალ არჩევანს საზოგადოების ფსიქიკის დასარღვევად იყენებეს, არ უნდა გვაინტერესებდეს პოლიტიკური დადგმული სცენარი, სადაც ხალხს ითრევენ, ეს მაშნ, როცა  შიდა განხეთქილების შემდეგ ყველა პოლიტიკოსი ისევ ტუჩზე კოცნით ხვდება მის ოპონენტს, სამაგიეროდ საზოგადოებაში ხომ დარჩა აგრესია?

ამ ყველაფერს მედიის ღია ქიშპობაც ემატება და აი შედეგიც – ქართველები აიზილნენ ერთმანეთში. შვილების გასაზრდელად და აღსაზრდელად აღარც მშობელს და აღარც პედაგოგს არ სცალიათ. ახლბედა კანონი “იუვენალური იუსტიცი” –ის შესახებ, მოზარდი ხელიდან უსხლდება მშობელასც და პედაგოგსაც. არასრულწლოვანთა ჩადენილი დანაშაულები “პიკს” აღწევს.

რომელ ერთ საკითხს შეეხოს ადამიანი, როდესაც ქვეყანა თავდაყირა დგას და თითქოს ღმერთმაც ზურგი გვაქცია, ისეთი განუკითხაობაა. ამის გამოსწორებას მხოლოდ სისტემისა და კონსტიტუციის შეცვლა თუ უშველის!

სამარცხვინოა, ერთი მუჭა ხალხის მოუვლელობა, რად უნდა ჰყავდეს ქვეყანას ამდენი სოციალურად დაუცველი, უსახლკაროდ დარჩენილნი, ავადმყოფი, ფსიქიკა შერყეული ადამიანი? არ არის გამოსავალი სოციალური დახმარებისათვის გამოყოფილი 50–60 ლარი, უსახლკაროებს კარვების შეთავაზება, მშიერ–მწყურვალს უფასო სასადილოები, როცა ამ ყველაფრის ალტერნატივა არსებობს. კეთილი უნდა ენება და ინებოს ხელისუფლებამ და საქართველოს მწირი მოსახლეობის პრობლემა უნდა გადაჭრას, თუ ევროპა გინდათ, ევროსტანარტებიც დააკმაყოფილეთ!..