ჩემო ვაჟკაცო და მოსიყვარულე პანკისელებო, ჩემი ეს წერილი მიიღეთ როგორც თქვენი დის გულიდან ამოძახილი…

ნანა ხომასურიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია “კეთილი ადამიანები”

-სამწუხარო რეალობის წინაშე დავდექით პანკისში მომხდარი მოვლენებით. იმედი მაქვს, სიმართლეს გამოძიება იტყვის.

დუისში ბევრი მეგობარი მყავს, ჩემი დები და ძმები, ჩემი უახლოესი,საყვარელი ხალხი. არაერთხელ შევხვედრილვართ, არაერთხელ გვიმსჯელია ქვეყნის თუ პირად საქმეებზე…თქვენთან მოსული თავს ჩემთან სახლში ვგრძნობდი ყოველთვის და ახლა თავს უფლებას ვაძლევ აქედან მოგმართოთ და კიდევ ერთხელ მოგეფეროთ.

ჩემო პანკისელებო, ჩემებო,ერთი ქვეყნის შვილები ვართ,ერთი სიხარულით და მწუხარებით. ერთად ვებრძვით უსამართლობას ,ერთად ვხარობთ წარმატებებით .

ჩემო ვაჟკაცო და მოსიყვარულე პანკისელებო, ჩემი ეს წერილი მიიღეთ როგორც თქვენი დის გულიდან ამოძახილი, ყველაფერი გაირკვევა , თავის ადგილზე დადგება .მე კი მიგულეთ ყველა მართალ საქმეში თქვენს გვერდით!

მოგმართავთ როგორც თქვენი მეგობარი,  როგორც უბრალო მოქალაქე  კეთილი ადამიანების სახელით – ყველაფერი დალაგდება. გულით გილოცავთ  დამდეგ ახალ წელს და ყველას მშვიდობას და ძლიერებას გისურვებთ.