საფეხბურთო კლუბი მილანი – პოლიტიკოსების სამჭედლო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ვეტერანი ფეხბურთელი, 1995 წელს, ოქროს ბურთის მფლობელი, ჟორჟ ვეა ლიბერიის პრეზიდენტი გახდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

ცნობილმა ფეხბურთელმა, ამ დროის მონაცემებით, ხმების 60%-ზე მეტი მიიღო. ცესკომ ხმების 99% უკვე დაითვალა. ვეას გამარჯვებას მონროვიას ქუჩებში სახალხო ზეიმი მოჰყვა.

ჟორჟმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა 2005 წელსაც მიიღო და მეორე ტურში ელენჯონსონ-სერლიფთან დამარცხდა, რომელიც აფრიკის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. ის ამჟამად 79 წლისაა და მოქმედი პრეზიდენტია.

ამჯერად ჟორჟ ვეამ არჩევნებში ჯოზეფ ბოკაი დაამარცხა, რომელიც ქვეყნის მოქმედი ვიცეპრეზიდენტია.

ვეა პსჟ-ში, “მილანსა” და ლონდონის “ჩელსიში” თამაშობდა. 1995 წელს 7 გატანილი გოლით ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი გახდა.