“გვიახლოვდება ყველაზე დიდი საჩუქარი ზეციური ,,თოვლის ბაბუისა”…”

დეკანოზი სერაფიმე დანელია

-გვიახლოვდება ქვეყნიერებისათვის ყველაზე სასიხარულო და ზღაპრული დღე ქრისტეშობისა – ყველაზე დიდი საჩუქარი ზეციური ,,თოვლის ბაბუისა”…

აი, ვის უნდა ველოდებოდეთ ბავშურად გულანთებულები, აი, ვის უნდა ვუგზავნიდეთ ლოცვებში ლამაზად შეფუთულ სანუკვარ სურვილებს, აი, ვის უნდა გავუმზადოთ დაგვილი და დასუფთავებული ჩვენი სახლი, რათა ჩვენს ჭერქვეშ და ჩვენს გულებშიც შემოვიდეს და აავსოს იგი მადლითა და წყალობით, მშვიდობით და კურთხევით!…

ამ საიდუმლო დღის მადლი თქვენ ყოველთა თანა!