“ძალიან ხმამაღლა ვიტყვი სათქმელს, რომელიც არგუმენტირებული მტკიცებულებებით იქნება გამყარებული!”

რუბრიკა
თქვენი სათქმელი
თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” სამღვდელოების მხრიდან განხორციელებულ მორიგ იერიშს (რომელიც მათ დეკ. თეოდორე გიგნაძის მიმართ განახორციელეს) ეხმიანება:
-იმედი მაქვს მოსაყდრეს სწორი, ადეკვატური და ჯანსაღი პოზიცია ექნება “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” მავნებლობის, დესტრუქციულობისა და შავრაზმელობის მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გულწრფელი, რომ ვიყო, ალბათ მასვე გაუჭირდება, როგორც მოსაყდრეობა, ისე პატრიარქობა (თუკი ეს მოხდება) და ამ ექსტრემისტული ჯგუფის დაცვა-გამართლება.
პირდაპირ ვაცხადებ: ნებისმიერი იერარქი, ვინც შავრაზმელი მმკ-ს აპოლოგიას დაიწყებს, ძალიან დიდი უხერხულობის, იზოლაციის, დელეგიტიმაციისა და მარგინალობის გზაზე აღმოჩნდება. თქვენი მონა-მორჩილიც სინდისისა და ჭეშმარიტი სწავლების შეგონებიდან გამომდინარე ნამდვილად ვერ დავდუმდები და ძალიან ხმამაღლა ვიტყვი სათქმელს, რომელიც არგუმენტირებული მტკიცებულებებით იქნება გამყარებული. ამინ!
p.s. ცოტა უფრო გასაგებად , რომ ავხსნა: ვინც “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს” სარწმუნოების ბურჯად აცხადებს, ეს იგივეა, რომ ვინმემ კობა ხაბაზის “თავისუფალი ზონა” ან ირაკლი ვაჭარაძის “იდენტობა” სახელმწიფოებრიობის მთავარ გარანტორად დაასახელოს.

ამავე თემაზე:

იხ

https://www.gmtv.ge/36098-2/