ზედმეტი სარეგისტრაციო ბეჭედი და დარღვევით შევსებული საკონტროლო ფურცელი

 ქუთაისში არჩევნების მეორე ტურები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საქართველო ქვეყნის პარლამენტს ირჩევს. როგორც წესი ყველა უბანი დილით, 08:00 საათზე გაიხსნა. 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცახდებით, არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება, თუმცა 28-ე უბანზე ზედმეტი სარეგისტრაციო ბეჭედი მაინც აღმოჩნდა. მისივე განმარტებით, კომისიის წევრებმა ის უკვე დალუქეს, ასევე 86-ე უბანზე კომისიის მდივანმა საკონტროლო ფურცელი დარღვევით შეავსო.

კომენტარის დატოვება