შსს მობილიზებულია და არ დაუშვებს არანაირ გართულებებს

არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს შს მინისტრი და ამბობს, რომ არ დაუშვებს არანაირ გართულებებს.

“საერთაშორისო ექსპერტებმაც აღიარეს, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამონაკლისს. მეორე ტურზეც სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდ ვითარებაში, ჩვენ მოქალაქეებს მიეცემათ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის საშუალება. შსს მობილიზებულია და არ დაუშვებს არანაირ გართულებებს”- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარის დატოვება