პაატა მხეიძემ საკუთარი არჩევანი რუსთავში გააკეთა

რუსთავის 29-ე საარჩევნო ოლქის მე-11 უბანზე “ქართული ოცნების” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა მხეიძე ქალიშვილთან ერთად მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა.

%d1%81%d0%bd%d0%b8%d0%bc%d0%be%d0%ba

ამ ეტპზე რუსთავში მთლიანობაში არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა ხმაური იყო  #10 უბანზე, სადაც მდგომარეობის გასარკვევად საოლქოს თავმჯდომარე მივიდა. როგორც მას ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა უთხრა, უბანზე დამკვირვებელი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.

,,მოდის, თვალებს მიპაჭუნებს მეუბნება ვარდებს მოგართმევ, ეკლებს მოგართმევ…”.

ცესკო-ს მონაცემებით 10 საათისთვის, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 115302-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო რაოდენობის 4.65%-ია.

 

 

კომენტარის დატოვება