“მოგიწოდებთ მიხვიდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი”

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართა და მხარდამჭერებს სიმშვიდისკკენ მოუწოდა.

%d0%b1%d0%b5%d0%b7-%d0%bd%d0%b0%d0%b7%d0%b2%d0%b0%d0%bd%d0%b8%d1%8f

მან განაცხადა, რომ აქტივობა არის დაბალი და საჭიროა იაქტიურონ „ოცნების“ მხარდამჭერებმა.

-„დღეს უნდა გავამყაროთ გამარჯვება, ამიტომ მოგიწოდებთ მიხვიდეთ არჩევნებზე და დააფიქსიროთ თქვენი არჩევანი“.

რაც შეეხება ოთარ კახიძის მიერ გავრცელებულ ვიდეო-მასალას, კობახიძე ამბობს, რომ ეს არის “ცანიონალების” ხრიკი და მათ სურთ ამ უბანზე არჩევნების ჩაშლა, რისი საფუძველიც არ არსებობს.

შეგახსენებთ:

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ოთო კახიძის თქმით, მარნეულის #50 საარჩევნო უბანზე დარღვევები ფიქსირდება.

მისი ინფორმაციით, აღნიშნულ უბანზე არ ამოწმებენ მარკირებას და, ასევე, კომისიის ერთ-ერთი წევრი ხსნის კონვერტებს და ამოწმებს, თუ ვისთვისაა ხმა მიცემული. კახიძის თქმით, ენმ-ის დამკვირვებლებისა და წარმომადგენლების მიერ დარღვევებზე რეაგირების შემდეგ ხელახალი კენჭისყრა ჩატარდა, რის შემდეგაც ენმ-ის წარმომადგენლები უბნიდან გააძევეს. იგი ცესკო-ს მომხდარზე დაუყონებლივ რეაგირებას სთხოვს. ცესკო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

კომენტარის დატოვება