ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სასამართლო კლანის შეცვლაც

“კლანი უნდა წავიდეს” – ამ ლოზუნგებით მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ აქცია გამართა.

როგორც ბესელია ამბობს, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სასამართლო კლანის შეცვლაც. მისი თქმით, მცხეთის რაიონული სასამართლოსთან აქციის გამართვა სიმბოლურია, რადგან ის  ქვეყანაში სასამართლოსთან დაკავშირებული პრობლემების ნაწილია. აქციის მომაწილეებმა სიმბოლურად მწვანე კვამლიც გაუშვეს.