ჭიათურაში არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს, აქტივობა კი დაბალია

არჩევნების მეორე ტური ტარდება ჭიათურაში, სადაც ერთმანეთს ოპონირებას სულხან მახათაძე( „ქართული ოცნება“)  და  თეიმურაზ გაფრინდაშვილი („თავისუფალი დემოკრატები“)  უწევენ.

ჭიათურის მე-11 უბანზე დამკვირვებლად იყოფება დიანა გელაშვილი თავისუფალი დემოკრატებიდან.

-მე-11 უბანზე 250 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამ ეტაპზე არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს და დარღვევები არ დაფიქსირებულა. აქტივობა ჯერ საკმაოდ დაბალია, ამ დროისთვის 20-მდე ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი არჩევანი და აქედან უმეტესობა კომისიის წევრია“-განაცხადა დიანა გელაშვილმა geomediatv-სთან საუბარში.

 

კომენტარის დატოვება